ტრენინგის მეოთხე დღე შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო. შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და შეფასების სტრატეგიები, თუ როგორ შევაფასოთ პროექტი. გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას, თუ რა მიზანს ვისახავთ შეფასებისას, რომელ მეთოდს ვიყენებთ და რა არის შეფასების ინსტრუმენტები. როგორ უნდა დავგეგმოთ შეფასება პროექტის მიმდინარეობის პროცესში (დასაწყისში, მიმდინარეობის დროს და დასრულების შემდეგ).
მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო დღისთვის.
გავეცანი თეა გრძელიშვილის რეფლექსიას, თეა აქტიური გოგონაა,საინტერესო ნამუშევრები აქვს,კარგად ფლობს ტექნოლოგიებს,არის გულისხმიერი ადამიანი და ჩემი მეზობელი.მან დროულად აღმოაჩინა ჩემს მიერ გაპარებული შეცდომა.ყველას გვეხმარება და სასიამოვნო პიროვნებაა.
ReplyDeleteმადლობა ნდობისთვის და სასიამოვნო სიტყვებისთვის.
Delete