როგორც ყოველთვის დღევანდელი დღე ძველის გამეორებით დავიწყეთ. შემდეგ გადავედით ახალ მასალაზე და გავეცანით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას. ავაწყვეთ სლაიდები, მოვუნახეთ დიზაინი, სურათები და შესაბამისი ტექსტები, რომლებიც პროექტის მსვლელობას ასახავს. ტრენერმა გვაჩვენა სხვადასხვა პროგრამებში აწყობილი საინტერესო პრეზენტაციები და გვესაუბრა პრეზენტაციის შეაფასების კრიტერიუმების შესახებ, შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონებს. გავეცანით MLA, APA ფორმატს, ლიტერატურის დამოწმების წესებს, ასევე როგორ შევიტანოთ გამოყენებული ვებგვერდის მისამართი დამოწმების დროს. შევქმენით მოსწავლის ბლოგები, ვისწსვლეთ, როგორ ვიმუშაოთ დიზაინზე, ახალი პოსტებისა და კომენტარების ჩანაწერებზე. როგორ შეიძლება შევცვალოთ ბლოგის სათაური.
გავეცანით გვერდის გაჯეტების შექმნას და გაჯეტებში სურათების ჩასმას.
მადლობა
ქალბატონ ქეთის
საინტერესო ტრენინგისათვის.
No comments:
Post a Comment