Saturday, September 30, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

   ტრენინგის მეშვიდე დღე გამეორებით დავიწყეთ. გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს და შესრულებულ პრეზენტაციას. შემდეგ ტრენერი გვესაუბრა მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინების მნიშვნელობაზე და გაგვაცნო დავალების ტიპები. ამის შემდეგ ჩვენც შევქმენით ასეთი მოსწავლისათვის ერთი ნიმუში.
   მომდევნო ეტაპი იყო პროექტის გეგმაზე მუშაობა, ავღწერეთ პროექტის მსვლელობა, პროცედურები გამოვყავით ეტაპებად, ავღნიშნეთ პროექტისთვის საჭირო რესურსები.
   ტრენინგი როგორც ყოველთვის საინერესო და ნაყოფიერი იყო.

Sunday, September 24, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე


ტრენინგის მეექვსე დღე, ჩვეულებისამებრ, გამეორებით დაიწყო. გადავხედეთ ჩვენს ბლოგებსა და გაჯეტებზე ვიმუშავეთ. შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა, თუ როგორი გეგმის მიხედვით უნდა შექმნას მოსწავლემ პრეზენტაცია პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.  რა მითითებები უნდა გავითვალისწინოთ, რომ სლაიდები სწორი თანმიმდევრობით დავალაგოთ. სანიმუშოდ გვაჩვენა თავისი პრეზენტაცია და შევუდექით მუშაობას. პრზენტაციის დასრულების შემდგ დავუბრუნდით პროექტის გეგმას და გავეცანით, როგორ უნდა აღვწეროთ პროექტის მომდინარეობა, ყველაფერი უნდა იყოს დროში გაწერილი და ყველა ეტაპი თვალსაჩინოდ წარმოდგენილი. შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და გავეცანით სხვადასხვა ტიპის რუბრიკას, რომელთაგან ავარჩიეთ ჩვენთვის საჭირო და გამოსადეგი. მივიღეთ საშინაო დავალება, მოვიფიქრეთ ჩვენ მიერ არჩეული პროექტისათვის შესაფერისი  მიმდინარეობის პროცესი.
ტრენინგმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

Saturday, September 23, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

  როგორც ყოველთვის დღევანდელი დღე ძველის გამეორებით დავიწყეთ. შემდეგ გადავედით ახალ მასალაზე და გავეცანით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას. ავაწყვეთ სლაიდები, მოვუნახეთ დიზაინი, სურათები და შესაბამისი ტექსტები, რომლებიც პროექტის მსვლელობას ასახავს. ტრენერმა გვაჩვენა სხვადასხვა პროგრამებში აწყობილი საინტერესო პრეზენტაციები და გვესაუბრა პრეზენტაციის შეაფასების კრიტერიუმების შესახებ, შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონებს. გავეცანით MLA, APA ფორმატს, ლიტერატურის დამოწმების წესებს, ასევე როგორ შევიტანოთ გამოყენებული ვებგვერდის მისამართი დამოწმების დროსშევქმენით მოსწავლის ბლოგები, ვისწსვლეთ, როგორ ვიმუშაოთ დიზაინზე, ახალი პოსტებისა და კომენტარების ჩანაწერებზე. როგორ შეიძლება შევცვალოთ ბლოგის სათაური.
    გავეცანით გვერდის გაჯეტების შექმნას და გაჯეტებში სურათების ჩასმას.
     მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო ტრენინგისათვის.

Sunday, September 17, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე


ტრენინგის მეოთხე დღე შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო. შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და შეფასების სტრატეგიები, თუ როგორ შევაფასოთ პროექტი. გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას, თუ რა მიზანს ვისახავთ შეფასებისას, რომელ მეთოდს ვიყენებთ და რა არის შეფასების ინსტრუმენტები.  როგორ უნდა დავგეგმოთ შეფასება პროექტის მიმდინარეობის პროცესში  (დასაწყისში, მიმდინარეობის დროს და დასრულების შემდეგ).
მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო დღისთვის.

Saturday, September 16, 2017

ტრენინგის მესამე დღე


ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ უკვე შესწავლილი მასალა და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზესასწავლო პროექტის დაგეგმვისას ტრენერმა გაგვიმარტა, თუ როგორ უნდა  განვსაზღვროთ მიზნები სტანდარტებთან შესაბამისად. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ასევე, გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, რომლის გათვალისწინებითაც შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ტრენინგი, როგორც ყოველთვის, საინტერესო და შედეგიანი იყო