ინტელის ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირტული იყო. შევაჯამეთ გავლილი რვა დღის სამუშაო. გადავხედეთ შესწავლილ საკითხებს და მოცისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი, ისაუბრა მის აქტუალურობასა და იმ აქტივობებზე რომელთა განხორციელებასაც გეგმავს პროექტის მსვლელობისას. გავაკეთეთ კომენტარები და ერთმანეთს ვუსურვეთ წარმატებები. ინტელის ტრენინგზე პრეზენტაციების შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა, დასათაურება და შეცვლ, ლინკის მიბმა მისამართის საშუალებით და ბევრი სხვა წვრილმანი, რომლებიც გამოგვადგება მუშაობის პროცესში. ასევე, გავეცანით სხვადასხვა ტიპის დიაგრამას და მათ გამოყენებას სასწავლო პროცესში და კვლევის დროს.
მინდა დიდი მადლობა გამოვხატო ქალბატონი ქეთის მიმართ, რომელმაც არ დაიშურა ცოდნა და ენერგია, რათა თითოეული მონაწილისათვის აეხსნა და გაეზიარებინა ის გამოცდილება რომელიც მას გამოარჩევს როგორც თავისი საქმის პროფესიონალს. ტრენერი ითვალისწინებდა ყველას ინტერესებს და ენერგიულად პასუხობდა თითოეულ შეკითხვას. აქ მიღებულ ცოდნას სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ პირად პრაქტიკაში. რაც, საბოლოო ჯამში სწავლა-სწავლების პროცესს საინტერესოდ და ნაყოფიერად წარმართვას შეუწყობს ხელს.