Sunday, September 10, 2017

ტრენინგის მეორე დღე

       ტრენინგის მეორე დღე საშინაო დავალებისა და პროექტის მიმოხილვით დაიწყო, შემდეგ გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი საკითხები. შევისწავლეთ პუბლიკაციების მომზადება და ბუკლეტების დამზადება word-ში.  გავამზადეთ ბუკლეტები ჩვენს მიერ არჩეული პროექტისათვის. გავეცანით ბლოგის მდგომარეობის სამ ხერხს, რედაგტირების პროცესს და სხვა ნიუანსებს. აგრეთვე გავიხსენეთ ფაილის დაზიპვას და განზიპვას.  როგორც ყოველთვის ქალბატონი ქეთის ტრენინგი ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

Saturday, September 9, 2017

ტრენინგის პირველი დღე

     ინტელის ტრენინგის პირველი დღე საინტერესო იყო, ტრენინგი ერთმანეთის გაცნობით დავიწყეთ. ტრენერმა  ქალბატონმა  ქეთი  ცერაძემ  გაგვაცნო ტრენინგის ძირითადი მიზნები და საკითხები. ტრენერის ბლოგის დახმარებით ვნახეთ სარეკლამო რგოლი-პროექტის სწავლება ერთ-ერთ ამერიკულ სკოლაში რაც ძალიან საინტერესო იყო.
შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე რომელშიც შევინახეთ რამდენიმე რესურსი.
 ვნახეთ და განვიხილეთ რამდენიმე პროექტი, აგრეთვე გავიხსენეთ მეორე დონეზე ნასწავლი მასალა "ბლოგის შექმნა".
    მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის.